დეველოპერის შესახებ
სილქ
დეველოპმენტი
სილქ დეველოპმენტი საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია და სილქ როუდ ჯგუფის წევრია — კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფის, რომელიც სტუმარმასპინძლობის, ტელეკომუნიკაციების, ენერგეტიკის, საბანკო და მედიის სექტორებში ოპერირებს.
20-წლიანი გამოცდილების განმავლობაში კომპანიამ 10 მსხვილი პროექტი განახორციელა და 1.3 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია მოიზიდა.
სილქ დეველოპმენტის თითოეული პროექტი მშენებლობის, უსაფრთხოებისა და გარემოზე პასუხისმგებლობის უმაღლესი სტანდარტებით იქმნება. კომპანიის ხედვაა შექმნას მსოფლიო დონის არქიტექტურა, რომელიც გარემოსთან ჰარმონიულად თანაარსებობს და ადამიანებისთვის ცხოვრების ახალ ხარისხს აყალიბებს.
ისტორია
-
1997
დაარსება და განვითარება
სილქ როუდ ჯგუფი 1997 წელს დაარსდა. შექმნის დღიდან კომპანიის მთავარ მიზანს სტრატეგიული ინვესტიციების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა. დღეს ჰოლდინგის დეველოპერულ პროექტებსა და ურბანული განვითარების მიმართულებას სილქ დეველოპმენტი ხელმძღვანელობს.
-
2009
შესვლა საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის სექტორში
2009 წელს სასტუმრო რადისუნ ბლუ ივერიის სახით საქართველოში პირველად გამოჩნდა ბრენდი Radisson Blu. აღნიშნულმა პროექტმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებაში.
-
2011
რადისონ ბლუ ბათუმი
2011 წელს გახსნილმა რადისონ ბლუ ბათუმმა შავი ზღვის სანაპიროზე საერთაშორისო სტუმარმასპინძლობის ახალი სტანდარტი დაამკვიდრა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ბათუმის, როგორც რეგიონის ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული და საინვესტიციო ცენტრის, განვითარებაში.
-
2017
რესპუბლიკა ივენთ ჰოლი
თბილისის ცენტრში, მდებარე „რესპუბლიკა“ თანამედროვე, მრავალფუნქციური კომპლექსია, რომელიც ქალაქის ისტორიულ ნაწილს გამორჩეულ არქიტექტურულ ელემენტს სძენს. შენობაში განთავსებულია მრავალფეროვანი სივრცეები, მათ შორის Republic Event Hall — ღონისძიებებისთვის განკუთვნილი თანამედროვე სივრცე, ასევე მაღალი კლასის გასტრონომიული ობიექტები: „რესპუბლიკა 24“ და „რესპუბლიკა რესტორანი“, რომელიც სტუმრებს ქალაქის ხედებითა და გამორჩეული ტერასით მასპინძლობს.
-
2019
წინანდლის მამულის აღორძინება
განახლდა და კულტურისა და სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ კერად იქცა ჭავჭავაძეების მე-19 საუკუნის მამული წინანდალში. პროექტმა გააერთიანა პრემიუმ კლასის სასტუმრო, ისტორიული მეღვინეობა და კულტურული სივრცეები, რის შედეგადაც წინანდალმა დაიბრუნა საქართველოში ღვინის ტურიზმის, ხელოვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის სტატუსი.
-
2025
საერთაშორისო ობლიგაციების გამოშვებ
2025 წელს სილქ როუდ ჯგუფმა წარმატებით განათავსა 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის საერთაშორისო ობლიგაციები. ეს იყო ყველაზე მასშტაბური კერძო ობლიგაციების ემისია საქართველოს ისტორიაში. ტრანზაქციას მართავდნენ JPMorgan Chase და UBS. საერთაშორისო ინვესტორების მაღალმა ინტერესმა კიდევ ერთხელ ცხადყო კომპანიის სანდოობა გლობალურ ბაზარზე.
-
სასტუმრო ტელეგრაფი
სასტუმრო “ტელეგრაფი” გაიხსნა რუსთაველის გამზირზე, ისტორიულ ფოსტის შენობაში, რომელმაც თანამედროვე ლუქს სასტუმროს სახე მიიღო. სულ მალე იგი იქცა რეგიონში პირველ სასტუმროდ, რომელიც The Leading Hotels of the World-ის წევრი გახდა და Michelin-ის ორი გასაღები მიიღო. 2026 წელს კი, UNESCO-ს პარტნიორობით დაწესებული ჯილდოს ფარგლებში, Prix Versailles-ის მიერ მსოფლიოს ყველაზე ლამაზ სასტუმროებს შორის დასახელდა.
-
2029
სილქ თაუერსი — პირველი შენობის დასრულება
2029 წელს დაგეგმილი პირველი შენობის დასრულება სილქ დეველოპმენტის ხედვის მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს. შავი ზღვის სანაპიროზე გამორჩეულ ლოკაციაზე განთავსებული სილქ თაუერსი აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურას, პრემიუმ რეზიდენციებსა და საქართველოში ურბანული ცხოვრების ახალ სტანდარტს.
სილქ როუდ ჯგუფი
სილქ როუდ ჯგუფის კომპანიები
სილქ როუდ ჯგუფი რეგიონში კერძო საინვესტიციო სექტორის წამყვან პოზიციებს იკავებს. კომპანია მოღვაწეობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ტექნოლოგიები, მედია და IT-ი, ენერგეტიკა, უძრავი ქონება, რითეილი, სტუმარმასპინძლობა და გართობა, ტელეკომუნიკაციები და საბანკო სექტორები. 2025 წელს სილქ როუდ ჯგუფმა 400 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ობლიგაციების გამოუშვა, რაც უმსხვილესი კერძო კორპორაციული ემისიაა საქართველოს ისტორიაში.
-
სილქ დეველოპმენტი — უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საცხოვრებელ, კომერციულ და მრავალფუნქციურ პროექტებს.
-
სილქ ჰოსფითალითი — სტუმარმასპინძლობის სექტორის წამყვანი კომპანია, რომელიც მართავს მაღალი კლასის სასტუმროებს, კურორტებს, რესტორნებსა და ტურისტულ მიმართულებებს.
-
სილქნეტი — საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს მობილურ, ინტერნეტ, სატელევიზიო და ბიზნეს მომსახურებებს.
-
სილქ ბანკი — კომერციული ბანკი, რომელიც უზრუნველყოფს ინდივიდუალურ, კორპორაციულ და ციფრულ საბანკო მომსახურებებს.
-
სილქ როუდ ენერჯი — ენერგეტიკული კომპანია, რომელიც ორიენტირებულია განახლებადი ენერგიისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებაზე.
-
ევრონიუს ჯორჯია — ქართულენოვანი საერთაშორისო საინფორმაციო პლატფორმა.
-
ნეშენალ ჯეოგრაფიკ საქართველო — დოკუმენტური და საგანმანათლებლო მედია პლატფორმა.
პარტნიორები
თანამშრომლობით შექმნილი წარმატება
სილქ დეველოპმენტი გამორჩეულ პროექტებს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან თანამშრომლობით ქმნის. ჩანაფიქრების რეალობად ქცევისთვის კომპანია პარტნიორობს ცნობილ არქიტექტორებთან, დიზაინერებთან, კონსულტანტებთან და ინდუსტრიის წამყვან ექსპერტებთან. თითოეული პროექტი პროფესიონალებს შორის უწყვეტი დიალოგის შედეგია და ასახავს საერთო ერთგულებას ინოვაციისა და ხარისხისადმი.
-
GRAFT
-
KKAA
-
NERI & HU
-
DAVID CHIPPERFIELD ARCHITECTS
-
INGO MAURER
-
CHRISTINA GABAS & DAMIAN FIGUERAS
-
MASU PLANNING
-
AKT II
-
MUA ARCHITECTURE & PLACEMAKING
-
WOODCRAFT
-
ARUP
-
DIZAYN GRUP
-
JOHN FOTIADIS
-
GILLES BOISSIER
-
TAMARA KVESITADZE
-
VALISHVILI ARCHITECTS
-
LAB
-
NS STUDIO
-
MDL CIRCE
რა გამოგვარჩევს
სტანდარტი, რომელიც ბაზარს განსაზღვრავს
სილქ დეველოპმენტი ქმნის ინოვაციურ პროექტებს და აწესებს ახალ სტანდარტს საქართველოში. კომპანია, რომელმაც საქართველოში The Leading Hotels of the World-ის პირველი წევრი სასტუმრო "ტელეგრაფი" შექმნა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კერძო ობლიგაციური ემისია განახორციელა და დღეს საქანელას — ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ და გამორჩეულ პროექტს ავითარებს. კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან პროფესიონალებთან. თითოეული პროექტი იქმნება ადგილმდებარეობის უნიკალური მახასიათებლებისა და ისტორიის გათვალისწინებით და ამავდროულად პასუხობს თანამედროვე ცხოვრების სტილსა და მომავლის საჭიროებებს.