პროექტის ისტორია
ადგილი, სადაც ქალაქი ყოველთვის მოძრაობდა
საქანელას ისტორია თბილისის თანამედროვე ევროპულ ქალაქად ჩამოყალიბების პერიოდს უკავშირდება.
XX საუკუნის დასაწყისში საქანელას დაღმართი უკვე იყო მტკვრის სანაპიროსა და ვერის დამაკავშირებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზა. აქვე მდებარეობდა ძველი თბილისის გამორჩეული ბაღი „ბელ-ვიუ“, ხოლო ვერის დაღმართის დასაწყისში ველოტრეკი ფუნქციონირებდა.
ეს იყო ადგილი, სადაც ქალაქის აქტიური ცხოვრება, მოძრაობა და დასვენება ბუნებრივად ერწყმოდა ერთმანეთს.
დროთა განმავლობაში ისტორიული განაშენიანების დიდი ნაწილი გაქრა, თუმცა ადგილმა შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა და მჭიდრო კავშირი თბილისის ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
პროექტის მიმოხილვა
მულტიფუნქციური პროექტი, რომელიც ქალაქის ნაწილია
საქანელას კონცეფცია თანამედროვე ქალაქური ცხოვრების საჭიროებებს ეფუძნება. პროექტის დაგეგმარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სივრცეების ფუნქციურობას, მათ ურთიერთკავშირსა და ყოველდღიურ გამოყენებას.
აქ თითოეულ სივრცეს თავისი დანიშნულება აქვს, თუმცა ყველა მათგანი ერთიანი გარემოს ნაწილია. ასეთი მიდგომა ქმნის შესაძლებლობას, რომ ცხოვრების განსხვავებული რიტმი და საჭიროებები ერთ მისამართზე ბუნებრივად თანაარსებობდეს.
-
2
ჰა
პროექტის ტერიტორია -
108k
კვ.მ
პროექტის საერთო ფართი -
18,750
კვ.მ
ბიზნეს და საოფისე სივრცე -
7,250
კვ.მ
კომერციული ფართი -
400
საპარაკინგე ადგილი
-
339
აპარტამენტი
-
3,600
კვ.მ
სპა და ველნესი
სილქ დეველოპმენტის შესახებ
გამოცდილება, რომელიც საქანელას უკან დგას
სილქ დეველოპმენტი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ჰოლდინგის, სილქ როუდ ჯგუფის წევრია.
2005 წლიდან დღემდე სილქ დეველოპმენტმა არაერთი მსხვილი პროექტი განახორციელა და ქვეყანაში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა. ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიო დონის არქიტექტურის შექმნა, რომელიც ამავდროულად სრულ ჰარმონიაშია გარემოსთან.
სილქ დეველოპმენტის პროექტები:
გარემო
ქალაქი შენ გარშემო
საქანელა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, რესპუბლიკის მოედნის მახლობლად მდებარეობს. ეს თბილისის საკვანძო ლოკაციაა, სადაც ერთმანეთს უკავშირდება ვერა, რუსთაველის გამზირი, მტკვრის სანაპირო და მარჯანიშვილის მიმართულება.
ფეხით ან რამდენიმე წუთის სავალზეა:
- რუსთაველის გამზირი
- რესპუბლიკის მოედანი
- ვერის პარკი
- ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ „ᲢᲔᲚᲔᲒᲠᲐᲤᲘ“
- ᲡᲐᲡᲢᲣᲛᲠᲝ „ᲠᲐᲓᲘᲡᲝᲜ ᲑᲚᲣ ᲘᲕᲔᲠᲘᲐ, თბილისი"
- ᲛᲢᲙᲕᲠᲘᲡ ᲡᲐᲜᲐᲞᲘᲠᲝ
- ᲒᲐᲚᲐᲙᲢᲘᲝᲜ ᲢᲐᲑᲘᲫᲘᲡ ᲮᲘᲓᲘ
- ᲙᲝᲢᲔ ᲛᲐᲠᲯᲐᲜᲘᲨᲕᲘᲚᲘᲡ ᲥᲣᲩᲐ
კონცეფცია და ცხოვრების სტილი
ცენტრში
ცხოვრების
ახალი
სტანდარტი
საქანელას კონცეფცია ქალაქის ცხოვრების აქტიურ რიტმს ეხმიანება და ამავდროულად ქმნის სივრცეს განტვირთვისთვის, შთაგონებისა და ადამიანური ურთიერთობებისთვის.
დაგეგმარებიდან დიზაინის დეტალებამდე, ყველაფერი მშვიდი და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება. ერთი მასიური შენობის ნაცვლად, კომპლექსი შვიდი შენობისგან შედგება, რომელთა შორის გათვალისწინებულია შიდა ეზოები, საფეხმავლო ბილიკები, თავშეყრის ადგილები და ღია მოედნები.
ამ სივრცეებს ავსებს მრავალფეროვანი გამწვანება, დაჩრდილული დასასვენებელი ადგილები და წყლის ელემენტები.
შედეგად იქმნება გარემო, რომელიც ქალაქის აქტიურ რიტმს სიმშვიდით აბალანსებს, სადაც საკუთარ თავზე ზრუნვა, დასვენება და საყვარელი საქმიანობა ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი ხდება.
ვიზუალური კონცეფცია თქვენი ინტერირერისთვის
შენი სივრცე საქანელაში
საქანელაში წარმოდგენილი იქნება 1-, 2- და 3-საძინებლიანი აპარტამენტები, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებასა და ცხოვრების სტილს მოერგება.
აპარტამენტების მდებარეობის მიხედვით, ფანჯრებიდან იშლება ხედები მტკვარზე, მთაწმინდაზე, თბილისის ისტორიულ ნაწილსა და ქალაქის პანორამაზე.
აპარტამენტები მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაბარდება, რაც მფლობელს საშუალებას მისცემს, ინტერიერი საკუთარი გემოვნებისა და საჭიროებების მიხედვით მოაწყოს.
ბინების ტიპები
-
1-საძინებლიანი
-
2-საძინებლიანი
-
2 - ᲡᲐᲫᲘᲜᲔᲑᲚᲘᲐᲜᲘ / ᲙᲣᲗᲮᲘᲡ
-
3 - ᲡᲐᲫᲘᲜᲔᲑᲚᲘᲐᲜᲘ / ᲙᲣᲗᲮᲘᲡ
ინფრასტრუქტურა
ყოველდღიური ცხოვრება რამდენიმე წუთის რადიუსში
საქანელას ინფრასტრუქტურა ისეა დაგეგმილი, რომ ყოველდღიური საჭიროებები და სასურველი აქტივობები სახლთან ახლოს იყოს, გადაადგილებაზე დახარჯული დრო კი მინიმუმამდე შემცირდეს.
რესტორნები, კაფეები და საზოგადოებრივი სივრცეები პროექტის განუყოფელი ნაწილი იქნება. ისინი შექმნის ადგილებს შეხვედრებისთვის, ურთიერთობისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის და საქანელას ყოველდღიურობას ახალ შესაძლებლობებს შესძენს.
სპა და ველნეს სივრცე მოიცავს:
- 25-მეტრიან დახურულ საცურაო აუზს
- 3600 კვ.მ პრემიუმ სპა და ველნეს ზონას
- 600 კვ.მ ფიტნეს სივრცეს
- ჯგუფური ვარჯიშის სტუდიებს
უსაფრთხოება & ტექნიკური გადაწყვეტები
ხარისხი, რომელსაც ყოველდღიურობაში შეამჩნევ
საქანელაში გათვალისწინებულია თითოეული დეტალი ყოველდღიური სიმშვიდისა და უსაფრთხოებისათვის.
უსაფრთხოების სისტემები მოიცავს:
- კვამლისა და სახანძრო დეტექტორებს
- ბინების 30-წუთიან ცეცხლმედეგ კარებს
- 5 სახანძრო ლიფტს
- ჭკვიან საკეტებს აპარტამენტების კარზე
- წყლისა და გაზის გაჟონვის დეტექტორებს
- ჭკვიან სისტემას კომპლექსის შესასვლელებში
- გენერატორებსა და სარეზერვო სისტემებს (UPS)
- 24/7 დაცვის სამსახურსა და ვიდეოკონტროლს
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი შესასვლელებით, პარკინგზე წვდომითა და ლიფტებით საცხოვრებელი სივრცეები სრულად გამიჯნულია კომპლექსის საოფისე და კომერციული ნაწილებისგან.