არქიტექტურული ხედვა
თბილისური კონტექსტი,
თანამედროვე არქიტექტურა
საქანელას არქიტექტურა ემყარება ისეთ დიზაინს, რომელიც აერთიანებს მსოფლიო დონის ხარისხსა და გამოცდილებას და, ამასთან, ზუსტად წარმოაჩენს თავისი უნიკალური გარემოს ხასიათს. გერმანულმა არქიტექტურულმა სტუდია GRAFT-მა ეს ხედვა რეალობად აქცია.
მთავარ შთაგონებად თავად ადგილი იქცა: მისი ისტორია, ძველი თბილისის ფასადები, ტრადიციული აივნები და დეკორატიული მოტივები. მექანიკური განმეორების ნაცვლად, ეს ელემენტები საქანელში თანამედროვე არქიტექტურული ფორმით გადმოიცემა. შედეგად მიიღება დიზაინი, რომელიც ინარჩუნებს თბილისურ ხასიათს და თანამედროვე ურბანული ცხოვრების საჭიროებებს პასუხობს.
მასალების შერჩევიდან პროექტის განხორციელებამდე, ყველა ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხარისხს, ფუნქციურობას, მდგრადობასა და უსაფრთხოებას. ეს პრინციპები განსაზღვრავს როგორც პროექტის არქიტექტურულ იერსახეს, ისე ყოველდღიური ცხოვრების კომფორტს.
GRAFT-ის შესახებ
საერთაშორისო არქიტექტურული სტუდია
GRAFT ცნობილია ისეთი სივრცეების შექმნით, რომლებიც ადამიანების საჭიროებებსა და მდგრადი მომავლის ხედვას ეფუძნება. სტუდიას მრავალფეროვან არქიტექტურულ პროექტებზე მუშაობის საერთაშორისო გამოცდილება აქვს, მათ შორის საცხოვრებელი, სასტუმრო და ურბანული მიმართულებით.
GRAFT კარგად იცნობს თბილისის ურბანულ ქსოვილსაც: სილქ დეველოპმენტთან თანამშრომლობის ფარგლებში სტუდიამ უკვე იმუშავა თბილისის რადისონ ბლუ ივერიაზე.
-
Charlie Living
ბერლინი-მიტე, გერმანია
-
Cavallino Bianco
კაორლე, ვენეტო, იტალია
-
Wieweil
ბერლინი, გერმანია
არქიტექტურული კონცეფცია
ერთიანი გარემო,
დამოუკიდებელი სივრცეები
საქანელაში ყველაფერი - დაგეგმარებიდან დიზაინის უმცირეს ელემენტებამდე - ფუნქციური და კომფორტული გარემოს შექმნას ემსახურება.
ერთი მასიური შენობის ნაცვლად კომპლექსი შვიდ შენობადაა დაგეგმილი. მათ შორის მოეწყობა შიდა ეზოები, საფეხმავლო ბილიკები, გამწვანებული სივრცეები და ღია მოედნები - ადგილები შეხვედრებისა და დასვენებისთვის.
საქანელას მრავალფუნქციურობა არ გულისხმობს სხვადასხვა ტიპის სივრცეების მექანიკურ შერწყმას. საცხოვრებელი აპარტამენტები, კომერციული და საოფისე სივრცეები, ველნესი, რეკრეაცია თუ თავშეყრის ადგილები აქ ერთ ურბანულ ეკოსისტემას ქმნის.
ამ ერთიან გარემოში მობინადრეთა პრივატულობა დაცულია: დამოუკიდებელი შესასვლელებით, პარკინგზე წვდომითა და ლიფტებით საცხოვრებელი ნაწილი სრულად გამიჯნულია საოფისე და კომერციული სივრცეებისგან. შესაბამისად, რეზიდენტთა გადაადგილების მარშრუტები ოფისების თანამშრომლებისა და სავაჭრო ზონის სტუმრების მარშრუტებთან არ იკვეთება.
ფასადის დიზაინი
გამორჩეული დიზაინი, გააზრებული ფუნქცია
პროექტის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი ფიჭისებრი ფასადია, რომელიც ვიზუალურ ხასიათთან ერთად პრაქტიკულ ფუნქციასაც ასრულებს - აპარტამენტებს ერთმანეთისგან გამოყოფს და მეტ პირად სივრცეს ქმნის.
დიზაინში ბუნებრივი ფაქტურები და თბილი ტონები ჭარბობს. მთავარი ელემენტი მინაა: მისი ზედაპირი სინათლესა და გარემოს ირეკლავს და კომპლექსის იერსახეს მეტ გამომსახველობას ანიჭებს.
საქანელას ფასადურ სისტემაზე წამყვანი საერთაშორისო კონსულტანტები მუშაობენ. პროცესში პრიორიტეტი მაღალტექნოლოგიური საინჟინრო გადაწყვეტილებების დანერგვას, ენერგოეფექტურობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებას ენიჭება.
შიდა სივრცეები
თანამედროვე კომფორტი
საქანელას დიზაინი ჰარმონიული, თანამედროვე გარემოს შექმნას ემსახურება. უპირატესობა ენიჭება თბილ ფერებსა და ბუნებრივ ტექსტურებს: ხეს, ქვასა და მეტალს. მცენარეები და მწვანე ელემენტები ამ ერთობლიობას მეტ სიმყუდროვეს სძენს.
მაღალი ვიტრაჟული ფანჯრები მასშტაბს გამოკვეთს და სივრცეს ბუნებრივი სინათლით ავსებს. ენერგოეფექტური მინა მზის სითბოს ზემოქმედებას ამცირებს, ხოლო ხმის იზოლაცია ქალაქის აქტიურ ნაწილშიც კი სიმშვიდის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
მასალების, პროპორციებისა და განათების ურთიერთქმედება ქმნის გარემოს, სადაც ფუნქციურობა, დაბალანსებული ელეგანტურობა და კომფორტი ერთმანეთს ერწყმის.
მასალები
მასალები და მდგრადი დიზაინი
მთელი კომპლექსის მასშტაბით აქცენტი კეთდება მასალების ოპტიმიზაციაზე, ეკომეგობრულ მიდგომებზე, ბუნებრივი ელემენტების ინტეგრაციასა და ისეთი სივრცეების მოწყობაზე, რომლებიც მწვანე ურბანულ გარემოს აყალიბებს.
ფასადური სისტემა, მინა, თბო და ხმის იზოლაცია, ჰიდროიზოლაცია და სხვა ტექნიკური დეტალები ისეა შერჩეული, რომ შენობამ ხარისხი და კომფორტი დიდხანს შეინარჩუნოს.
პროექტის დიზაინში უპირატესობა ენიჭება ავთენტურ ტექსტურებსა და თბილ ტონებს. ბაზალტის, მეტალის, აგურისა და სხვა ბუნებრივი მასალების კომბინაცია ქმნის დიზაინს, რომელიც ვიზუალურ მიმზიდველობასთან ერთად მდგრადობის პრინციპებსაც პასუხობს.
ფასადში გამოყენებულია მინა, ბაზალტი, სპილენძი, ნაცრისფერი აგური, შამპანურისა და ბრინჯაოს ტონების მეტალი. გარე სივრცეებში კი ფილებით მოპირკეთებულ ბილიკები, ქვის აგრეგატები და ხის დეტალები გარემოსთან ბუნებრივად ინტეგრირდება.
ლანდშაფტის დიზაინი
გამწვანება, რომელიც ყოველდღიური გარემოს ნაწილია
საქანელას ლანდშაფტი ურბანული ცხოვრების რიტმსა და ყოველდღიურ საჭიროებებს ითვალისწინებს. ყოველი გადაწყვეტა ერთ მიზანს ემსახურება: შექმნას გარემო, რომელიც ქალაქის ცხოვრების ტემპს მეტ ბალანსს შესძენს.
აქ გამწვანება მხოლოდ ვიზუალური ელემენტი არ არის. ხეები, მცენარეები, დაჩრდილული საფეხმავლო გზები, წყლის ელემენტები თუ დასასვენებელი სივრცეები ყოველდღიურობის ბუნებრივი ნაწილი ხდება.